საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში ეუთო-ს დამკვირვებლები ჩამოვლენ

საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში ეუთო-ს დამკვირვებლები ჩამოვლენ – გადაწყვეტილება ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააჟღერა.

კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა დაიცავს დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებს და პროცესის გამჭვირვალობისთვის, ეუთო-ს დამკვირვებლებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში ელოდება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაგზავნილია მოწვევა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) და საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია უკვე იმყოფებოდა.

დღესვე ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა დაუდასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button