წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონში

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში – არასრულწლოვანი ბიჭი გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
მოკლული წარმოშობით სოფელ ენისელიდან იყო და ალმატში სტუმრად იმყოფებოდა.
დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.