უეფა-მ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 150 ათასი ევროთი დააჯარიმა

უეფა-მ რუსეთის საფეხბურთო კავშირი რუსი გულშემატკივრების მარსელში არეულობაში მონაწილეობის გამო 150 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ამასთან, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის გადაწყვეტილებით, თუ რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით მასობრივი არეულობა გამეორდება, რუსეთის ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშება.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ უკვე განაცხადა, რომ რუსული მხარე უეფა-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button