ლივერპულის ფანები ბოიკოტს აცხადებენ
საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ფანები ბოიკოტს აცხადებენ.
მიზეზი ფეხბურთზე დასასწრები ბილეთების გაძვირება გახდა. ბილეთების ღირებულება დღეისათვის საშუალოდ 48 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც გასული სეზონის ფასს 13-ჯერ აღემატება.
გულშემატკივრები უკმაყოფილებას იმის გამოც გამოთქვამენ, რომ სტუმარი გუნდების გულშემატკივრები ბილეთებს გაცილებით იაფად ყიდულობენ.