“საქართველო ვიზალიბერალიზაციას სექტემბერში მიიღებს”

ვიზალიბერალიზაციას საქართველო სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს – ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დიპლომატის განმარტებით, ევროკავშირი და მათ შორის გერმანია, ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიენიჭოს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია.

„ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა ეს დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის საკითხი. ვფიქრობ, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში ალბათ, საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე მივალთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ, განმარტა, რომ საქართველომ ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ურთიერთობა გაეღრმავებინა გერმანიასთან, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან.

„აქ საუბარია ვადებზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვადებიც იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მოლოდინებთან შესაბამისობაში. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რომ გერმანიასთან, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრებთან გაგვეღრმავებინა თანამშრომლობა,” – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

გერმანელი დიპლომატი საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, დაგეგმილია შტაინმაიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button