უბედურ შეთხვევას ქუთაისში მამაკაცი ემსხვერპლა

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისში მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თაბუკაშვილის 181 ნომერში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ლიფტის კარის გაღებისას ლიფტი სხვა სართულზე იყო და მამაკაცი შახტაში ჩავატრდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის შახტიდან ამოყვანის დროს კი ერთ-ერთი მაშველი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებები.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button