ქარიშხალი კახეთში – გადახდილია სახურავები და დაზიანებულია სადენები

სტიქია კახეთში – წუხელ თელავში ქარიშხალი ნახევარი საათი გაგრძელდა. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, კავკასიონის და ალაზნის გამზირზე ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სახანძრო ჯგუფები. თელავის ვიცემერის განცხადებით, იწყება დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოები.

ქარიშხალმა ელექტროსადენები დააზიანა ლაგოდეხში, რის გამოც მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ელექნტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ლაგოდეხში, სოფელ ბაისუბანში მდებარე სატელევიზიო ანძა.

როგორც რადიო “ჰერეთს’ ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღავანელმა ბექა ბარამიძემ განუცხადა, ჯამში რეგიონში 17 000 აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. მისივე თქმით, “უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და პრობლემა სავარაუდოდ 4-5 საათში მოგვარდება”.

ბარამიძე ამბობს, რომ “აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ბაისუბნის სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზეც”.

მსგავსი პოსტები

Back to top button