ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაახლოებით 5% არ გამოცხადდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა ნაწილი ქართულ ენაში გამოცდას აბარებს. კონკურსი დღეს დაიწყო და 22 ივლისამდე გაგრძელდება. წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელ გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 5% არ გამოცხადდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, იყო დაგვიანების შემთხვევებიც.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button