ვეტერანები 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ
მსოფლიო ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში დღეისთვის ომის 1800 მონაწილე და 500 მოქალაქეა, რომლებსაც მარჩენალდაკარგულის სტატუსი აქვთ.
ეს პირები, პრემიერის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, თანხას მიიღებენ. მთავრობა 2 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს.