ბიონსეს და ჯეიზის ახალი ერთობლივი ალბომი [VIDEO]
მათ იქორწინეს, ჰყავთ შვილი და ჰქონდათ ერთობლივი ტურნე.
კიდევ რა შეიძლება გააკეთონ R&B დედოფალმა ბიონსემ და რეპერმა ჯეიზიმ? გამოუშვან ახალი ერთობლივი ალბომი!
გადაცემა SKEE TV-ის წამყვანმა დიჯეი სქიმ გადაცემაში განაცხადა რომ, ალბომი, რომელიც დიდი მითქმა-მოთქმის საგანი იყო თვეების განმავლობაში, თითქმის დასრულებულია და მალე მისი მოსმენა ექსკლუზიურად ახალ მუსიკალურ სტრიმინგ სერვის Tidal-ზე იქნება შესაძლებელი.
სქიმ ასევე გასული წლის სექტემბერში განაცხადა რომ ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო.პროდიუსერმა ნოელ ფიშერმა, რომელიც მუშაობდა დუეტის ჰიტზე „Drunk in Love“, ივარაუდა რომ მათი ახალი ალბომი თებერვალში გამოვიდოდა.
ახალი ალბომი სტრიმინგ სერვის Tidal-ისთვის, დიდი პოპულარობის მომტანი იქნება.