პანკისელები ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან უვიზო მიმოსვლას ითხოვენ

პანკისელები ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან მისი გაუქმებას ითხოვენ. ეს ინიციატივა ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დააყენეს.

გარდა ამისა, უხუცესები ითხოვენ, რომ სექტემბრიდან სასწავლო პროგრამაში ჩეჩნური ენის შემსწავლელი გაკვეთილები დაემატოს და მისი ხანგძლივობა 2 საათი იყოს.

პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში წასვლა და ხეობის ყოველდღიური პრობლემები – ეს თემები უხუცესთა საბჭოს წევრებმა და ადგილობრივებმა პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი საშუალება ახალგაზრდების დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნაა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე სამთავრობო გუნდი უკვე მუშაობს და შს სამინისტრო გამოძიებასაც აწარმოებს.

 

“რუსთავი 2-ს” მასალები

მსგავსი პოსტები

Back to top button