პორტუგალია ევრო 2016-ის ფინალშია

ევრო 2016-ის პირველი ფინალისტი უკვე ცნობილია. ქალაქ ლიონში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრებმა უელსის ნაკრები, რონალდოსა და ნანის გოლების მეშვეობით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შემდეგი ნახევარფინალური გათამაშება 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გიმართება.
ფინალი 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.