რეიგანზე თავდასხმის მომწყობი ამერიკელი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუშვეს [Photo/video]

ჯონ ჰინკლი, რომელიც 1981 წლის მარტში ა.შ.შ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მოკვლას აპირებდა, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუშვეს, – იუწყება CBS.

ჰინკლიმ ვაშინგტონის წმინდა ელისაბედის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში 35 წელი გაატარა. გადაწყვეტილება ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო, რომელმაც დაადგინა, რომ 61 წლის ჰინკლი ფსიქიკური დაავადებით უკვე აღარ იტანჯება.

ჰინკლი 90 წლის დედასთან ერთად ვირჯინიის შტატის ქალაქ უილიამსბურგში იცხოვრებს. მას პრესასთან ურთიერთობა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარბა და იარაღის ყიდვა ეკრძალება. ასევე პაციენტს აუკრძალეს ინტერნეტში საკუთარი თავისა და მისი მსხვერპლის შესახახებ ინფორმაციის მოძიება და სოციალურ ქსელებში ექაუნთების შექმნა.

შეგახსენებთ, რომ 1981 წლის 30 მარტს, როცა პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ვაშინგტონში პროფკავშირის ფედერაციის დელეგატების წინაშე წარდგა, მას ჯინ ჰინკლიმ Rohm RG-ის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა. ინციდენტის შედეგად, რეიგანი და მისი 3 მცველი დაიჭრა.

სასამართლო პროცესის მსვლელობისას დადგინდა, რომ გასროლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰინკლიმ მსახიობ ჯოდი ფოსტერს, რომელზეც უგონოდ იყო შეყვარებული, გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა. ის წერდა, რომ პრეზიდენტზე თავდასხმას იმიტომ გეგმავდა, რომ ფოსტერის ყურადღების მიექცევა უნდოდა. პროცესის მსვლელობისას ჰინკლიმ მსახიობის მოწმედ მიყვანა მოითხოვა. ფოსტერმა ჰინკლის მონათხრობი დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ჰინკლიმ პროცესზე ჯოდი ფოსტერს, რომელიც ჩვენებას იძლეოდა და ერთხელაც არ შეხედა მასზე შეყვარებულ განსასჯელს, ფანქარი ესროლა და დაემუქრა, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მას სასტიკად გაუსწორდებოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39239″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button