ჰერეთის “რადიობლოგერებს” წვრთნები უტარდებათ

დღეს, 28 აპრილს, თელავში,  “დემოკრატიის სკოლის” კახეთის რეგიონულ ოფისში,  რადიო ჰერეთის პროექტის ,,რადიო ბლოგი” მონაწილეებთან თვითმმართველობის ექსპერტმა კოტე კანდელაკმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

ბლოგერებთან შეხვედრისას კანდელაკმა თვითმმართველობის სხვადასხვა, მათ შორის ბიუჯეტირების, ფუნქციებისა და ახალი კოდექსის საკითხებზე ისაუბრა.

ოთხ საათიან სამუშაო შეხვედრაზე ის თემებიც გამოიკვეთა, რომელზეც ბლოგერები მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში იმუშავებენ.

რადიო “ჰერეთი” პროექტს რადიო ბლოგი უკვე ერთი თვეა “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” და შვედეთის განვითარების სააგენტოს SIDA- ს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია კონკურსის წესით შერჩეულმა მოქალაქეებმა ინოვაციური ფორმატის, რადიო ბლოგის საშუალებით ხელი შეუწყო კახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას.

პროექტის ფარგლებში ბლოგერები მომზადდებიან სოციალური მედიის, გენდერისა და რადიორეპორტინგის საკითხებში.

ბლოგერები შექმნიან 70-ზე მეტ “რადიო ბლოგს” საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ და მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც გადაცემა რადიო ბლოგის სახით “ჰერეთის” ეთერში გავა და განთავსდება ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელებში.

 

[inpost_galleria thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”4188″ thumb_margin_left=”3″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”yoxview” sc_id=”sc1430226422744″]

მსგავსი პოსტები

Back to top button