ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობაზე მსჯელობენ. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ითხოვენ, რომ აუცილებელია მოხდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციული წესით ჩატარდეს მომდევნო არჩევნები.
ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია, იჩქაროს ხელისუფლებამ და დროულად შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში.
ედპ-ს თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას, განცხადებით, შეიძლება ყველანაირ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება თუ იქნება საუბარი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.
ამავე თემასთან დაკავშირებით გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, აცხადებს, რომ უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება და ჩაერთონ მოლაპარკების პროცესში.