30-40 წლის შემდეგ სინთეზირებული ნივთიერება ალკოჰოლს შეცლის

აშშ-ის მეცნიერთა ჯგუფმა ისეთი ნივთიერების სინთეზირება შეძლო, რომელიც მომავალში ალკოჰოლურ სასმელებს შეცვლის და ადამიანებს ნაბახუსევის სინდრომს მოუხსნის, – გვაცნობებს პორტალი HI-News.
ახალ სინთეზირებულ ნივთიერებას alcosynth-ი (alcohol – ალკოჰოლი და synth – სინთეზირებული) ჰქვია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნივთიერება ალკოჰოლურ სასმელებს უნდა დაემატოს და ამტკიცებენ, რომ alcosynth-ი სასმელის გემოვნურ თვისებებს არ ცვლის და მომადუნებელ ეფექტს არ კარგავს. ამავე დროს, სინთეთიკური ნივთიერება გულსა და ღვიძლს არ ვნებს და ადამიანს ამ ორგანოების დაცვაში ეხმარება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 20 მილიონი ადამიანი ავადდება, ხოლო უფრო მეტი კვდება. ამიტომ მეცნიერები და მედიკოსები ალტერნატიული ალკოჰოლური სასმელების წარმოებას მხარს უჭერენ.
როგორც ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, სინთეთიკური ალკოჰოლი მსოფლიო ბაზარზე 2050 წელს გამოჩნდება.