სუარესი ხელფასის გაზრდას ითხოვს
29 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი შრომითი ხელშეკრულების გასაგრძელებლად მზად არის, თუმცა კატალონიური კლუბისგან ხელფასის ზრდას მოითხოვს.სუარესის წლიური ჯამაგირი 10 მილიონ ევროს შეადგენს. ურუგვაელს იმ ოდენობის ხელფასი სურს, რამდენსაც ნეიმარი იღებს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” წლიურად 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც მას გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილი უკავია. ამ სიაში პირველი ლიონელ მესი გახლავთ, რომლის წლიური ანაზღაურებაც წელიწადში 21 მილიონ ევროს შეადგენს. “ბარსელონა” ლუის სუარესის პირობას, სავარაუდოდ, მიიღებს, ვინაიდან კლუბში თვლიან, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ხელფასის მატებას იმსახურებს.