რუნი სლოვენიასთან იუქმებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფუნქციების დროებითი შემსრულებელი გარეტ საუტგეიტი სლოვენიასთან უახლოეს მატჩში ცვლილებებს აპირებს. Sky Sports-ის ცნობით, “სამი ლომის” სამწვრთნელო შტაბი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში კაპიტან უეინ რუნის დაასვენებს. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან რომსაუტგეიტი ორი საყრდენით თამაშს გეგმავს. უეინ რუნი ძირითად შემადგენლობაში ადგილს ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველ ერიკ დაიერს დაუთმობს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები სლოვენიას 11 ოქტომბერს ესტუმრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button