Samsung-მა Galaxy Note 7-ის წარმოება შეაჩერა

კომპანია Samsung-მა Galaxy Note 7-ის სმარტფონების წარმოება შეაჩერა.

კომპანიაში აცხადებენ,რომ აღნიშნული სმარტფონების წარმოების გეგმას გადახედავენ, რათა მის უსაფრთხოებაში საბოლოოდ დარწმუნდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, Samsung-მა სმარტფონების წარმოების გაყინვა სამხრეთ კორეის, აშშ-სა და ჩინეთის მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის სააგენტოებთან შეთანხმებით გადაწყვიტა.

ინფორმაცია სმარტფონების წარმოების შეჩერების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტელეფონის ახალი ვერსია აშშ-ში თვითმფრინავში აფეთქდა.

თვითმფრინავში აფეთქებული ტელეფონის მფლობელმა განაცხადა, რომ ძველი სმარტფონი უსაფრთხოების მიზნით ახლით შეცვალა, მაგრამ იგი მაინც აალდა.

ამ ინციდენტის შემდეგ ამერიკულმა სარეელტერო ფირმამ, T-Mobile-მა განაცხადა, რომ Galaxy Note 7-ის სმარტფონების გაყიდვა შეაჩერა.

როგორც ცნობილი გახდა, რიგი ქვეყნების ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს თვითმფრინავის ბორტზე Galaxy Note 7-ის სმარტფონების გამოყენება არ ურჩია.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად – 22 მილიარდი აშშ-ის დოლარით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ Samsung-მა Galaxy Note 7 მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში წარმოადგინა. მაშინ სმარტფონი Android-ის ბაზაზე მომუშავე საუკეთესო ტელეფონად აღიარეს. იგი კომპანია Apple-ის მიერ წარმოებული iPhone 7-ის მთავარი კონკურენტი უნდა გამხდარიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button