ისრაელის მოქალაქეები ავტომობილით ხევში გადავარდნენ

თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

როგორც ირგვევა ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად, არიან დაშავებულები და გარდაცვლელები. 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო მათი მშობლები და 7 და 11 წლის ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული ამოიყვანეს, 5 წლის ბავშვს კი ვერ პოულობდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვის ცხედარი გამთენიისას იპოვეს.
სამაშველო სამუშაოების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთერითი მაშველიც დაშავდა. მან ფეხის დაზიანება მიიღო და სხვა დაშავებულებთან ერთად, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ნისლს არსებობა სახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button