79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია 65 წლის კაკო ტიბუა. დაკავებულის ადვოკატის როლანდ შონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება კანონის დარღვევით განხორციელდა.
დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, დაკავება მაშინ მოხდა, როცა კაკო ტიბუა ყანაში მუშაობდა.
ჯიხაშკარში საარჩევნო უბანის დარბევის ფაქტზე საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის” 163-ე მუხლითაა აღძრული, რაც საარჩევნო კომისიისათვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
ზუგდიდის რაიონის სასამართლომ იგივე ბრალდებით გუშინ სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრებ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შუფარდა შეუფარდა.