აშშ-ის ტბაზე “გემი-მოჩვენება” შენიშნეს [Photo/video]
აშშ-ში დიდ ტბებზე ამოუცნობი ობიექტის ამსახველი ვიდეო გადაიღეს, რომელიც გემს წააგავს, – გვაცნობებს Fox News.
ვიდეო, სახელწოდებით “გემი-მოჩვენება ზემო ტბაზე (Lake Superior) გამოჩნდა” ვიდეო YouTube-ზე გამოაქვეყნეს და მან 24 საათის განმავლობაში მილიონამდე ნახვა დააგროვა.
ერთწუთიან ვიდეორგოლში ტალღებში მოლივლივე 2 რუხი ფერის კონსტრუქციაა გამოსახული. ინტერნეტ-მომხმარებლების ვარაუდით, აღნიშნული ფენომენი მირაჟით აიხსნება.
დიდი ტბები (ინგლ.Great Lakes, ფრანგ.Grands Lacs) — ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე მტკნარი ტბების სისტემას წარმოადგენს. იგი შეიცავს ტბებისა და წყალსაცავების მთელ რიგს, რომელიც მდინარეებითა და სრუტეებითაა დაკავშირებული. მისი ფართობი დაახლ. 244,2 ათ. კმ², ხოლო წყლის მოცულობა 22,7 ათ. კმ³ შეადგენს.
სისტემა ხუთი დიდი ტბისა და რამდენიმე საშუალო ზომის წყალსაცავისგან შედგება.
სპეციალისტების მონაცემებით, დიდი ტბების აკვატორიის ფსკერზე 550-მდე ჩაძირეული გემი ფიქსირდება, ხოლო ისტორიის მანძილზე იქ 6000 ხომალდი დაიღუპა.