რკინიგზაზე მიღებული ტამვის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

63 წლის ზაურ გერლიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ინფორმაციით იგი რკინიგზაში, სამუშაო ადგილზე მიღებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა.
ზაურ გერლიანი რკინიგზაში 11 წელი ლიანდაგის მონტიორად მუშაობდა. 5 ოქტომბერს, კაზრეთის სარკინიგზო ხაზზე ლიანდაგის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ზაურ გერლიანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. მუშა სამედიცინო დაწესბულებაში გადაიყვანეს, სადაც კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.
15 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
აღნიშნული ფაქტი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე მიღებული ტრამვის შედეგად, საქართველოს რკინიგზაზე აღნიშნული ფაქტი გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.