სოფელ ქერედან გატაცებული მამკაცი გაათავისუფლეს
სოფელ ქერედან გატაცებული არსენ ლაფაჩი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
არსენ ლაფაჩი სოფლის განაპირა საძოვრებიდან 3 დღის წინ გაიტაცეს და ცხინვალის ტერიტორიაზე, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს . იგი ოსურმა მხარემ დღეს გაათავისუფლა.
შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ, ცხინვალის იზოლატორიდან კიდევ ერთი გატაცებული, მეჯვირსხევის მკვიდრი მამუკა ჯღენტი გაათავისუფლეს.