რუსთავი 2 საქმის განხილვა იწყება
უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ს საქმის განხილვა იწყება.
საკასაციო საჩივრებზე მსჯელობა, ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება. მხარეები პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ზეპირ მოსმენაზე უარის თქმის მიუხედავად, რუსთავი 2-ის იურისტებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო საქმეს ქვემდგომ ინსტანციაში დააბრუნებს.
საქმეს, სასამართლო კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის შემადგენლობა განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ბოლო ვადა კი 25 იანვარია.
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ ისტორიული შანსი, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და გადაარჩინონ დემოკრატია და დაუმტკიცონ ბოროტ, მავნე ძალებს, რომ მოსამართლეები არიან ანგარიშგასაწევი ძალა და არ შეიძლება, რომ ვიღაცის დაკვეთით და პრეფერენციებით სასურველი შედეგების დადგომით, ასე მარიონეტებივით გამოიყენონ ეს მოსამართლეები,” – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.