ქარხანა “Беларус”-ის მიერ გამოშვებულმა ტრაქტორებმა ვალსი და ტანგო შეასრულეს [Video]
მინსკის ტრაქტორის ქარხანამ (МТЗ) თავის მუშაკებსა და ბელარუსის დედაქალაქის სტუმრებს ახალი წელი არასტანდარტულად მიულოცა. ბელარუსი ვარსკვლავების გამოსვლის გარდა მაყურებელმა სადღესასწაულოდ განათებული ტრაქტორების ცეკვა იხილა. ინფორმაციას პორტალი Onliner.by. ავრცელებს.
თავდაპირველად მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების სამმა წყვილმა ნაძვის ხის ირგვლივ გიორგი სვირიდოვის ცნობილი ვალსის – “ქარბუქის” მელოდიაზე იცეკვა, შემდეგ კი ტანგო “La Cumparsita” შეასრულა.