“2016 წელს ფინანსები იყო არათანაბრად და არაპროპორციულად განაწილებული”
თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
ლევან იზორია უწყების მიერ გასულ წელს განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრობს. ლევან იზორიამ უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესზე ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, პროცესი შესაძლოა მტკივნეულია, თუმცა სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი. ლევან იზორია ამბობს, რომ გასულ წელს არასწორად იყო განაწილებული სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 670 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 70% ხელფასებსა და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები 209 ოფიცერმა დატოვა.
კომპენსაციის თანხა დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს.