სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2016 წელი შეაჯამა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ლევან დავითაშვილმა გასული წლის განმავლობაში უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებზე და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა. 

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა აგრარული დარგის და იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით მიღწეული შედეგები.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას დაუთმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button