გერმანიაში ზეჩქაროსნული ლიფტების გამოსაცდელად 246 მეტრიან კოშკს აგებენ [Photo/Video]
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ როტვაილში 246 მეტრიან კოშკს აგებენ, სადაც კომპანია Thyssenkrupp Elevator-ის სპეციალისტები ახალი ტიპის ზეჩქაროსნული ლიფტების ტესტირებას გეგმავენ.
კოშკში, რომლის აგებაშიც 43 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა, 12 შახტია განთავსებული, სადაც ლიფტები წამში 18 მეტრის სიჩქარით იმოძრავებენ, რაც 65 კმ-სთ-ს შეადგენს.
კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ზეჩქაროსნული ლიფტების გამოსაცდელად კოშკის გამოყენებას ახალი სისტემის – სახელწოდებით MULTI-ს მეშვეობით აპირებენ.
ახალი სისტემა ტრადიციულისგან იმით განსხვავდება, რომ ლიფტებს არ ექნება ბაგირები და ელექტროკაბელები, ხოლო კაბინები, როგორც ვერტიკალურ სიბრტყეში, ასევე ჰორიზონტალურშიც იმოძრავებს .
MULTI-ს სისტემის ამწე საშუალებები შენობებში იმ სივრცის შემცირებას გამოიწვევს, რომელსაც ტრადიციული ლიფტები იკავებს. ფართობის ეკონომია მინიმუმ 40% შეადგენს.
Thyssenkrupp Elevator-ში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის ლიფტები ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებზეა გათვლილი, სადაც დიდ ქალაქებში მიწის ფართობი სულ უფრო მცირდება და ცათამბჯებების აგების აუცილებლობა ჩნდება.
[print_gllr id=50293]