ჯენეტ ჯექსონს ვაჟი შეეძინა [Video]

50 წლის ამერიკელ მომღერალ ჯენეტ ჯექსონს პირველი ვაჟი შეეძინა, – გვაცნობებს People.
„ჯენეტ ჯექსონი და მისი მეუღლე, უისამ ალ-მანა მოხარულები არიან, რათა მსოფლიოს მათი პირველი ვაჟი – ეისა ალ-მანა წარუდგინონ“, – განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.
გამოცემის ცნობით, 50 წლის ჯექსონმა მშობიარობა იოლად გადაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჯენეტ დამიტა ჯოჯექსონი (დ. 1966 წლის 16 მაისი) — ჯექსონების ლეგენდარული ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. მან სახელი გაითქვა სოციალურად პროვოკაციული და სექსუალურად ემოციური ჩანაწერებით, ასევე საგულდაგულოდ დადგმული შოუებით, სატელევიზიო და კინოროლებით. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ჯენეტი პოპულარული კულტურის ერთ-ერთ გამოჩენილ ფიგურად ითვლება.