მონეს „დუმფარებმა“ რეკორდი დაამყარეს
ნიუ-იორკის აუქციონზე, კლოდ მონეს შედევრალური ტილო „დუმფარები“, 54 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მონემ, სურათი 1905 წელს შექმნა, რომელიც კერძო კოლექციონერმა შეისყიდა და 1955 წლიდან, მხატვრის თაყვანისმცემლებისთვის მიუწვდომელი იყო.
აუქციონზე მონეს კიდევ 6 სურათი გაიყიდა, რომლებმაც ჯამური ღირებულებით, 115,378 მილიონი დოლარი შეადგინა.