ახალზელანდიელ კალათბურთელს მატჩის მსვლელობის დროს თვალი ამოუგდეს [Video]

კლუბ Breakers-ის მოთამაშე აკილ მიტჩელისთვის ახალი ზელანდიის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მატჩი უსიამოვნო ინციდენტით დასრულდა. ბურთისთვის ბრძოლის დროს მას თვალი ამოუვარდა. შემთხვევის ამსახველი კადრები პორტალ Live Leak-ზე გამოაქვეყნეს.
როცა მიტჩელი Cairns Taipans-ის ჯგუფის მოთამაშეს ბურთისთვის ებრძოდა, უკანასკნელმა შემთხვევით სახეში იდაყვი მიარტყა. ტკივილისგან დაკრუნჩხული მიტჩელი ძირს დაეცა და როგორც ვიდეოკადრზე ჩანს, თვალის კაკალი ბუდიდან ამოუვარდა.
პორტალის ინფორმაციით, მატჩი 15 წუთით შეაჩერეს, ხოლო ტრავმირებული სპორტსმენი მოედნიდან გაიყვანეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თვალის დაზიანება ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ სპოტსმენმა ჯანმრთელობის აღდგენის მიზნით ხანმოკლე შვებულება მაინც აიღო.