“პატრიარქის ოპერაცია 13 თებერვალს დაიგეგმა” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა.
ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია 13 თებერვალს. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს”,-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.