აქცია კანცელარიასთან – დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
ბანკების მიერ დაზარალებულების გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს კანცელარიასთან. ისინი შენობაში იმყოფებიან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შენობას არ დატოვებენ.
დაზარალებულების თქმით, მათ სურთ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბანკებს აღარ ექნებათ უფლება, რომ მოქალაქეები საკუთარი საცხოვრებლიდან გამოასახლონ.
აქციის მონაწილეებს ჯერ არავინ შეხვედრაია.