“ტრამპის კედლის” აშენება 21,6 მილიარდი დოლარი დაჯდება

მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აპირებს, 21,6 მილიარდი დოლარი დასჭირდება, – შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მოხსენებაზე დაყრდნობით Reuters-ი გვაცნობებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს იქნება კედლებისა და ღობეების მთელი სისტემა.
გეგმის თანახმად, კედლის სიგრძე 2 ათასი კილომეტრი იქნება და მისი აღმართვა 2020 წლისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აღმართვის შესახებ ბრძანება გამოსცა.