მელანია ტრამპი მიშელ ობამას მიერ გაშენებულ ბოსტანს შეინარჩუნებს [Photo/Video]

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მდელოზე მიშელ ობამას მიერ გაშენებულ ბოსტანს შეინარჩუნებს.
„როგორც დედა და სახელმწიფოს პირველი ლედი, მისის ტრამპი თეთრი სახლის ყველა ბაღს შეინარჩუნებს, კერძოდ კი მიშელ ობამას მიერ გაშენებულ ბოსტანსა და თეთრი ვარდების ბაღს“, – განუცხდა CNN-ს მელანია ტრამპის მრჩეველმა, სტეფანი უინსტონ ვოკოფმა.
როგორც ცნობილა, ყოფილ პირველ ლედის თეთრი სახლის მდელოზე 8 წლის მანძილზე მოჰყავდა ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, რომლითაც თეთრი სახლის ბინადარნი იკვებებოდნენ.
The New York Times-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის მდელოზე პირველი ბოსტანი 1900 წელს, აშშ-ის მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსის მმართველობის დროს გაშენდა. შემდგომ წლებში ეს ტრადიცია თეთრი სახლის ახალმა პატრონებმა გააგრძელეს. მაგალითად პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დეკორატიული და ხილის ხეები დარგო, ხოლო პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა ტროპიკული ხილისთვის სათბური ააშენა.
1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის მეუღლემ, ელეონორა რუზველტმა თეთრი სახლის ტერიტორიაზე ე.წ. „თავისუფლების ბაღი“ გააშენა, რათა ამერიკელებისთვის იმის მაგალითი მიეცა, თუ როგორ შეიძლებოდა კრიზისულ დროში საკუთარი პროდუქტის მოყვანა.
ელეონორა რუზველტის ინიციატივამ დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველი ლედის მაგალითს მილიონობით ამერიკელმა მიბაძა. იმ წლებში კერძო ბოსტნებში მოყვანი ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობამ თითქმის 40% მიაღწია.
CNN-ი აღნიშნავს, რომ მელანია ტრამპს თეთრი სახლის „საბაღო ტრადიციების“ გაგრძელება სურს. პირველმა ლედიმ აღნიშნული ტრადიციით დაინტერესების დემონსტრირება 11 თებერვალს მოახდინა, როცა მაიამიში (შტატი ფლორიდა) მორიკამისა და იაპონური ბაღების მუზეუმში იაპონიის პრემიერ-მინისტრის მეუღლე, აკიე აბე დაპატიჟა.
ტელეარხის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მეუღლესთან შეხვედრა მელანია ტრამპის, როგორც პირველი ლედის, პირველი საჯარო ღონისძიება იყო.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე აშშ-ს 11 თებერვალს მეუღლესთან ერთად ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია.
[print_gllr id=53431]