პაკისტანში ვალენტინობა აკრძალეს [Photo/Video]

პაკისტანის სასამართლომ ქვეყნის საზოგადოებრივ ადგილებში წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნა ოფიციალურად აკრძალა, – იუწყება რადიო თავისუფლება.
პაკისტანის მოქალაქემ, აბდულა ვაჰიდმა სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით, ადგილობრივი მასმედია წმინდა ვალენტინის დღეს ძალიან აკულტებს და ყოველწლიურად ისე ზიემობს, თითქოს ეს დღესასწაული ადგილობრივი კულტურის ნაწილი იყოს.
ისლამაბადის უზენაეს სასამართლოში დაამოწმეს, რომ აკრძალვა მთელ ქვეყანაზე ვრცელდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძო ტელეარხებს ისეთი კონტენტის ტრანსლირება ეკრძალება, რომელიც ვალენტინის დღეს უკავშირდება.
პაკისტანში ვალენტინობას არაერთმნიშვნელოვნად აღიქვამენ. შარშან პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, რათა მათ აღნიშულ დღეს არ იზეიმონ, რადგან წმინდა ვალენტინის დღე მუსულმანული დღესასწაული არაა.