“დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ჩვენთვის სრულიად მოულოდნელია” – საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება მოულოდნელია.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორე ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.
ამ თემაზე ↓
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებას ითხოვენ
“დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს” [Audio]
ილია მეორის ოპერაცია დასრულდა