კიმ ჩენ ირი იუბილე მისი შვილის მკვლელობას დაემთხვა [Video]

კოეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქვეყნის ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის 75 წლის იუბილეს ზეიმობენ. დღესასწაული მისი შვილის მკვლელობას დაემთხვა, რომელიც 14 თებერვალს მალაიზიის აეროპორტში მოხდა.
16 თებერვალს ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელმა ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მამამისის აკლდამა მოინახულა და ყვავილებით შეამკო.
კიმ ჩენ ირი 2011 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება 26 წლის კიმ ჩენ ინმა გადაიბარა, რომელიც ყოფილ დიქტატორს მესამე ცოლისგან შეეძინა.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს კიმ ჩენ ირის უფროს ვაჟს, 45 წლის კომ ჩონ ნამს კუალა-ლუმპურის აეროპორტში 2 ქალი თავს დაესხა და მომწამლავი აირის გამოყენებით მოკლა. მალაიზიის პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებაში ეჭვმიტანილი ვიეტნამელი ქალები უკვე დააკავეს.