კატასტროფის შედეგად პაკისტანში დიპლომატები გარდაიცვალნენ
პარასკევს, 8 მაისს, პაკისტანში დაცემული შვეულმფრენის შესახებ, პაკისტანის საინფორმაციო საშუალებები კიდევ ერთ ცნობას ავრცელებენ.
შვეულმფრენ Mi-17-ის ბორტზე უცხოელი დიპლომატები იმყოფებოდნენ.
კატასტროფის შედეგად, ნორვეგიის და ფილიპინების ელჩები, აგრეთვე, მალაიზიის და ინდონეზიის ელჩების მეუღლეები დაიღუპნენ.
ავარიის მსხვერპლი, 6 ადამიანი გახდა, მათ შორის 2 პილოტი. 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა, 2 მათგანი – პოლონეთის და ჰოლანდიის ელჩები.
შვეულმფრენი ქალაქ გილგიტში მიფრინავდა, სადაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. საბედნიეროდ, მთავრობის მეთაური სხვა შვეულმფრენით მგზავრობდა.- იუწყებიან პაკისტანის მედიასაშუალებები.