ვეტერანები ქუჩაში გავიდნენ – გამაფრთხილებელი აქცია მეტრო რუსთაველთან
ვეტერანებმა მეტრო რუსთაველთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ღვაწლმოსილი ვეტერანების დაფასებას ითხოვენ. მათ მოთხოვნები 8 პუნქტად ჩამოაყალიბეს. მოთხოვნათა შორისაა: შეწყდეს ომის ვეტერანთა ინსტიტუციური დევნა და მთი ასაკობრივი დისკრიმინაცია.
აქციის მონაწილეები ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსებასა და ფუნქციონირების აღდგენასაც ითხოვენ.
ისინი ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
ვეტერანების აქცია შეუერთდნენ აუდიტორია 115-ის წევრები.
მათ მოთხოვნებს ოფიციალური პირები ჯერ არ გამოხმაურებიან.