მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შესძლებენ
ევროსაბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, რეგულაციაში შევიდა ცვლილება და საქართველო გადავიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში გადაადგილება შეუძლიათ.
საბოლოო გადაწყვეტილებას ხელს ორ დღეში, 1 მარტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მოაწერენ.