ოპოზიციური პარტიების მანიფესტი “რუსთავი 2”-ის დასაცავად

9 პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარმა საკორდინაციო საბჭომ მანიფესტი გამოაქვეყნა.
“დგას საშიშროება, დავკარგოთ პოლიტიკური თავისუფლება”, – ნათქვამია მანიფესტში, რომელსაც ხელს აწერენ პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ მოძრაობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრები.
დოკუმენტში საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე და “რუსთავი 2”-ზე.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საფრთხე შეექმნება ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ისინი ერთობლივად იმოქმედებენ.