Artega-მ შუასაჭიანი და სამადგილიანი ელექტრო-სუპერკარი წარმოადგინა [Photo/Video]
გერმანელი ინჟინრებისა და იტალიელი დიზაინერებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც განახლებულ ბრენდ Artega-ს წარმოადგენენ, ჟენევის მოტორშოუზე Scalo Superelletra-ს ექსკლუზიური მოდელი წარმოადგინეს.
სამადგილიან 1020 ცხენის ძალიან ელექტრომობილს მძღოლის ადგილი და საჭე სალონის წინა ნაწილის ცენტრში აქვს განლაგებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, ელექტრო-სუპერკარს წყლით გაციების ტიპის მქონე 4 ელექტროძრავი აქვს, რომლის სიმძლავრე 750 კილოვატს შეადგენს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ-სთ-მდე ავითარებს.
100 კილომეტრის დასაფარად სუპერკარს ელექტროგამოსაკვებად სულ 4 წუთი სჭირდება, ხოლო მისი ელემენტების 80%-ით დატენვას – 17 წუთი. მანქანას 500 კილომეტრის გასარბენად ელემენტების ერთჯერადი დატენვა სავსებით ჰყოფნის.