“ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად ნიამორი გამოჩნდა”
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისტორიაში პირველად, ლაგოდეხის ნაკრძალში ნიამორი გამოჩნდა.
ცხოველი ნაკრძალში განთავსებულმა ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები ჯიხვის აღრიცხვისთვის დამონტაჟდა. .
ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია.