საყოველთაო სახალხო განხილვის მეორე ეტაპი იწყება

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მეორე ეტაპი იწყება.
კომისიის წევრები და არასამთავრობოები მოსახლეობას ზესტაფონში შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია ადგილობრივებთან გასაუბრება რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში. განხილვა 29 მაისს თბილისში დასრულდება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება.
პროცესში ჩართულია ევროპული საქართველო, თუმცა პარტიაში დამატებითი განხილვისგან კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან. საპარლამენტო უმცირესობის წევრები კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. საყოველთაო განხილვაში არ მონაწილეობს და მიმდინარე პროცესს “პოლიტიკურ შოუს” უწოდებს ნაციონალური მოძრაობა.
ოპოზიციის შენიშვნებს არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პლებისციტის ჩატარების აუცილებლობა არ დგას.