ოტავა არ სცნობს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში
„კანადა არასოდეს სცნობს ყირიმის უკანონო ოკუპაციას ისევე, როგორც არასდროს შეეგუება რუსი მარიონეტების ქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში“ – განაცხადა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რობერტ ნიკოლსონმა, უკრაინის პრემიერ არსენი იაცენიუკთან გამართული ბრიფინგის დროს.
ნიკოლსონის თქმით, ოტავა კიევს დამატებით ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს და 5 მილიონ დოლარს სასზღვრო უსაფრთხოების გასამაგრებლად გამოუყოფს.
აგრეთვე, კანადა უკრაინას 30 მილიონი დოლარით, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში დაეხმარება და 3,5 მილიონ დოლარს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებისთვის გადაურიცხავს.
თავის მხრივ, არსენი იაცენიუკმა აღნიშნა, რომ კანადა, როგორც „დიდი შვიდეულის“ ქვეყანა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს უკრაინაში არსებული სიტუაციის სტაბილიზებისთვის.
2014 წლის კრიზისის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ქვეყნების უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს ყირიმს უკრაინის შემადგენელ ნაწილად.