“ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა დამძიმდა”

“ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ემერჯენსით გერმანიაში გადაიყვანეს” – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. 

“ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში.

ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში” – წერს გვარამია.

სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს ჟურნალისტი ელისო კილაძეც. “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი წერს,რომ ელოდება “ქართუ” პრესსამსახურის განმარტებას.

“ველოდები “ქართუს”პრესსამსახურის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გიორგი უძილაური და ვიღაც ლეკა ეკითხებათ თუ არ ეკითხებათ, ყველაფერზე განცხადებებს აკეთებენ და ორი სიტყვა უთხრან დაზაფრულ ქოცელიტას” – წერს კილაძე.

ცოტახნის წინ, ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა ფონდ “ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა:

“ფსიქოპატებისა და პოლიტიკური ლუზერების ბოსელიდან გამოსული ყმუილო საერთოდ არ მადარდებს, გასაგებია, ერთ დროს ზეობაში მყოფებმა ვერ გადაიტანეს მარცხი და დაჩოჩდნენ. მაგრამ ძალიან მადარდებს ქართული მედია რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს ლუზერების შიზოფრენიას და მათ კვლავ საღ აზროვნებას აბრალებს. კლოუნების ჭკუაზე დადიხართ ძვირფასებო, ტეხავს”

რადიო ჰერეთი დილიდან უშედეგოდ ცდილობს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან ინფორმაციის მოპოვებას.

ჩვენთან საუბარში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ადამიანებს იმედი აქვთ რომ “ეს ბოროტი ხუმრობაა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button