ევროკავშირის ელჩი “ლაგოდეხის მეგობრის” სტატუსით დააჯოლდოვეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ლაგოდეხს ეწვია. იონოშ ჰერმანი ევროკავშირის კლიმატური დიპლომატიის კვირას კახეთში აღნიშნავს. მან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა. მათ შორის მარწყვის სათბური ნინგორში და დენდროლოგიური პარკი ლაგოდეხში. იონოშ ჰერმანმა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდებარე ტეროტირიაზე წიგნის კაფე და ტერასაც გახსნა.
ელჩმა ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც პარკს ასუფთავებდნე, ბუნებრივი რესურსების დასაცავად ევროკავშირის აქტივობების აღსანიშნავად, ლაგოდეხის დენდროლოგიურ პარკში ხე დარგო.
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ENPARD-ის მიერ განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტების შეფასებას უკავშირდება.
გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში. ვიზიტის დასასრულს ელჩი “ლაგოდეხის მეგობრის” სტატუსით დააჯოლდოვეს.