თურქეთში, პოლონეთსა და საბარძნეთში ქართველები დააკავეს

თურქეთში 5 ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ისინი მანქანების მოპარვისა და სახლების ძარცვის ბრალდებით აიყვანეს. დაკავებულებს შორის ერთი ქალია. 5 ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ. მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა სახლებში დაყენებული სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინეს მათი იდენტიფიცირება. დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციაში არიან გადაყვანილი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი დააკავეს, რომლებიც მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სამართალდამცავი სტრუქტურები ავრცელებენ.

ჯგუფის წევრები შეაიარაღებულნი იყვნენ. ათენის პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან 7 საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები არიან. მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს შეიარაღებული ძარცვა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების შენახვა ედებათ ბრალად.

ქართვეები დააკავეს პოლონეთშიც. ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი აიყვანა. პოლონური მედიის ინფორმაციით, 21-დან 44 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი ეჭვმიტანილია ქურდობის 16 შემთხვევაზე.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, საათები – ჯამში მოპარული ნივთების რაოდენობა 50 ათას პოლონურ ზლოტს აღწევს. აღნიშნული ნივთები მფლობელებს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button